მესეფენი
Mythical Creatures

მესეფენი

Guria

მესეფეები — ქართული მითოლოგიური პანთეონის წევრები რომლებიც ზღვაში ცხოვრობენი,შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა წარმოდგენით, მესეფეები ზღვიდან ამოდიან და მათზეა დამოკიდებული თევზისა და ნადირთ სიმრავლე,

ადგილობრივები ამბობენ თუ მხოლოდ მამრი მესეფეები ამოვლენ ზღვიდან წვიმა იცისო, კარგი ამინდი კი მდედრობით მესეფეებს მოყავდათ.

ნადირთ მფარველი მესეფეებიმა დროსტარება და გართობაც კარგად იციან სუფრას შლიან ამოსვლისას, ჭამენ და შემდეგ ნარჩენებს შეაკოწიწებენ და სულს ჩაჰბერავენ - კვლავ აცოცხლებენ ნადირს.ამბობენ რომ მონადირეებს მხოლოდ მათ მიერ შეჭმული და გაცოცხლებული ნადირი ერგება. „მესეფე“ გამრიგებელს, მეუფეს უნდა ნიშნავდესო იძახიან.

Share this story

You Might Also Like

Armaz - God of thunder
Mythical Creaturesen
Armaz - God of thunder
Kartli
**არმაზი: (ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა) ** დახასიათებიდან ჩანს რომ ის არის ავდრის, ჭეხაქუხილის, წყალდიდობის და ზოგადად ამინდის განმკარგავი ღვთაება. რაც დასუტრება მის აღწერილობაში, ხელში ელვის მაგვარი მახვილი უჭირავს. და მოწინააღმდეგე ღვთაების წინააღმდეგ(ითრუჯანი/ატროშანი) “ზედა ზღუა მოაქცია” ანუ წყალდიდობა გამოიწვია. მ. წერეთლის აზრით არმაზის კერპის გარეგნობისა და მისი თვისებების შესახებ ყველა ცნობები, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებაში მოიპოვება, უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველთა არმაზი ნამდვილად აჰურამაზდა კი არ იყო, არამედ "მცირე აზიის ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა" თეშუბ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არმაზი არის ქართული ვარიანტი ისეთი ღმერთების როგორიცაა ხეთური თეშუბი, ბერძნული ზევსი, ან სკანდინავიური თორი. ასევე არმაზი გვევლინება როგორც ეროვნული ღვთაება და ქართლში და იმ დროს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი რელიგიის მაზდიანობის გავრცელების წინააღმდეგადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. (რადგან ატროშანს ემტერება) რაც შეეხება სახელს, ლეონტი მროველი წერს: “ამან ფარნავაზ... შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი და ფარნავაზ[ს] სპარსულად არმაზ ერქუა”. ანუ ფარნავაზმა შექმნა ამინდის გამგე, წვიმისა და ელვაჭექის უკვე არსებული ქართული ღმერთის კერპი თავისი სახით და რადგან ფარნავაზის სახელი სპარსულად არმაზი იყო მივიღეთ უკვე არსებული ღვთაების მეორე სახელი. ასე რომ აჰურამაზდასთან არმაზს მხოლოდ დასახელებაში რამდენიმე ხმოვანი აქვს საერთო. რაც შეეხება ქართულ ღვთაებას რომლის კერპიც აღმართა ფარნავაზმა, ჩემი ვარაუდით ეს არის იგივე ვობი რომელსაც მკვლევარები ასევე ადარებენ ხეთურ თეშუბს. გარდა ამისა ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ როგორც ზოგიერთი სხვა ღვთაებების შემთხვევაში, ქრისტიანული წმინდანის ასიმილაცია მოხდა ადგილობრივ წარმართულ ღვთაებებთან და წვიმა-ამინდის და ცა-ღრუბლების გამგედ მოგვევლინა ელია. იგი იმ უზენაესი ღვთაების მოადგილედ უნდა იყოს, და ღრუბლების სამფლობელოს, წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო. შესაბამსად სამივე სახელი ერთსა და იმავე ღვთაებას წარმოადგანეს. ვიზუალურად კი როგორც დახასიათებულია წმინდა ნინოს ცხოვრებაში კერპში გამოსახული იყო სპილენძის ამაკაცი საბრძოლო აღჭურვილობით, ოქროს ჯაჭვით და მყარი ჩაბალახით. ხელში კი ელვის ფორმის მახვილით. თვალები ზურმუხტის. ცნობები არმაზზე: ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი რამეთუ აჰა ესერა, ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” მიხედვით, არმაზის კერპი აღწერილია, როგორც: "...კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თჳსი სიკუდილად განწირის...” (ქც, I, 89:9-12). იგივე ტექსტი სომხურ თარგმანში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: "...კაცი შემოსილი ბრინჯაოს გულსაფარით და ოქროს მუზარადით, თვალები შემკული ჰქონდა ზურმუხტითა და ბივრილით, ხელში ეკავა მახვილი, მსგავსი ელვათა კონისა. ამოძრავებდა მას და შიშში აგდებდა შეკრებილთ… ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან, ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე ესე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩვეულება სოფლის მპყრობელთა ე. თაყაიშვილი ეთანხმება მ. წერეთლის თვალსაზრისს, რომ ქართული არმაზი მსგავსებას ამჟღავნებს არა აჰურამაზდასთან, არამედ ხეთების ელვა-ჭექისა და ატმოსფეროს ღვთაება თეშუბთან [video 1]
The Ram of the High Pass
Mythical Creaturesen
The Ram of the High Pass
Svaneti
Shepherds describe a ram with mismatched horns guarding the col — those who pass are never seen taking the low road again.
დევი - Evil trolls in Georgia
Mythical Creaturesge
დევი - Evil trolls in Georgia
Gorgia, გორი, Inner Kartli, Georgia
ქართულ ზღაპრებში და მითებში მთავარი დასამარცხებელი და მოსარევი არსება არის დევი. თითქოს ყველა ზღაპარში თუ დევი გამოჩნდა უკვე გამართლებულია მათი ხოცვა - ჟლეტვა, მოტყუება, გაბითურება ა.შ. იახსარი და კოპალა სადაც გადაეყრებოდნენ ბევრი ლაპრაკის გარეშე ხან მათრახით გააპობდნენ შუაზე ხან ქალიან კაციანა გაწყვეტდნენ. **ვინ არიან დევები და რა დაგვიშავეს? ** ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ანტიკურ ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები შედარებით დაბალგანვითარებული, ველური ტყის ხალხი იყვნენ რომლებსაც შედარებით ცივილიზირებული ტომები ეომებოდნენ. სტრაბონის ჩანაწერების მიხედვით საქართველოში რამდენიმე ტომი ცხოვრობდა რომლებიც კანიბალიზმზეც არ ამბობდნენ უარს. სავარაუდოდ ეს ტომები დამარცხებული შევიწროებული და საბოლოოდ ასიმილირებული ტომებია რომლებიც უფრო ცივილიზირებულმა კულტურამ შთანთქა, დამარცხებულები კი დემონიზდნენ, დავარქვით დევები, დავაბრალეთ რომ ტერფები უკუღმა ქონდათ და ზოგს 3-4 თავიც კი ქონდათ. [video 1] ბევრ თავიან დევს ზღაპრებში ბაყბაყ დევებს ეძახდნენ. ერთ ისტორიაში ფიქრსირდება როგორ მოეწონა კოპალას მდედრობითი დევი, საბოლოოდ ის სიტორიაც დევების ჟლეტვით მთავრდება მაგრამ როგორც ჩანს ლამაზი დევებიც არსებობდნენ.