Tales with Tails logo
TALES
WITH TAILS
GEORGIA · MYTHS · LEGENDS

Georgia's Myths, Mapped

Local legends, ghost stories, and sacred places — collected, mapped, and told by the people who live them.

Cyberpunk house illustration

Editor's Picks

Kopala - Slayer of demons
Mythical Creaturesge
Kopala - Slayer of demons
თუშეთი
**კოპალა: ძველი დროის მთავარი გმირი, რომელმაც ქაოსი დაასრულა ** [video 1] წარმოიდგინე ეპოქა, სადაც ადამიანების ცხოვრება სრული კოშმარი იყო: მზემ ანათება შეწყვიტა, მიწა ქაოსმა მოიცვა, ხოლო აგრესიული დევები ყველანაირ ნორმას არღვევდნენ და ხალხს მოსვენებას არ აძლევდნენ. ზუსტად ამ დროს ჩნდება **კოპალა** — ღვთისშვილი, რომელიც მოვიდა და სიტუაცია ბოლომდე გაასწორა. ### ვინ არის კოპალა? ფშავ-ხევსურეთის მითოლოგიაში კოპალა არის უძლეველი მეომარი და მცველი, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ დედამიწა ბოროტი ძალებისგან გაეთავისუფლებინა. ის თეთრი გიორგის საუკეთესო მებრძოლია. გადმოცემით, ის თავიდან ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ყოფილა, როცა დევებმა მოიტაცეს და საშინელ პირობებში ამყოფებდნენ: ბევრს ამუშავებდნენ, ისეთ საქმეებს ავალებდნენ, რაც მის ძალას აჭარბებდა, მაგრამ გავიდა დრო, გაპარვა მოახერხა და თავი ბერებს შეაფარა. მათთან ერთად ლოცულობდა და ვარჯიშობდა იმ მიზნით რო ერთ დღეს ამ ბოროტებას ბოლოს მოუღებდა, ღმერთმაც შეუსრულა თხოვნა ძალაც არგუნა და პირქუშის გამოჭედილი იარაღებიც. აი აქ წავიდა დევების საქმე ცუდად დევებს შავი ზღვისკენ მიმავალი გზები ჰქონდათ გადაკეტილი და მთელ რეგიონს ატერორებდნენ. კოპალასთვის ეს უბრალოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო, ის ბრძოლაში ხმალს მათრახს და უზარმაზარ მშვილდს იყენებდა. ლეგენდის მიხედვით, მისი დარტყმა მთებს აზანზარებდა. * **სამართლიანი განაჩენი:** კოპალამ სათითაოდ ჩამოყარა და დაამარცხა დევების ბელადები. ზოგიერთი მათგანი სამუდამო პატიმრობისთვის კლდეებში გამოკეტა, ხოლო მათი ციხე-სიმაგრეები მიწასთან გაასწორა, რომ ხალხს თავისუფლად ამოესუნთქა. ### მეტად მეტი ვიდრე უბრალოდ მებრძოლი * **მთვარის მცველი:** ხალხურ წარმოდგენებში კოპალა ღამესა და მთვარის სინათლესთანაც ასოცირდება. ის სიბნელეში მებრძოლი მცველია, რომელიც ადამიანებს იცავს. დღესაც კი, საქართველოს მთიანეთში კოპალას სალოცავები დიდ პატივისცემას იმსახურებს.
მესეფე გოგოები და გივია
Local Storyge
მესეფე გოგოები და გივია
kaprovani
ოქტომბრის თვე იყო, ურეკის და კაპროვანის შორის, მდინარე სეფაზე სათევზაოდ წასულ გურულ მეთევზეს გივიას სიცილის ხმა შემოესმა, კარგი ამინდი იყო სათევზაოდ, გზაც დიდი ქონდა გავლილი და იფიქრა ამათი ხორხოცი თევზებს დამიფრთხობს წავალ გავაფრთხილებო. მიდის და ფიქრობს - აგი ახალი თაობა აფრად არ ვარგა, რა დროს მდინარეზე ბანავია, წევიდნენ რაცხა იმეცადინონო. შრომაში ჩამოსახლებული რუსები ხოარ არიანო. გადაწია ფოთლები და რას ხედავს, გოგოები სუ ლამაზ ლამაზი, გაუშლიათ სეფა - სეფაზე და გარშემო ცხოველების და თევზების ძვლები და ნარჩენები აწყვია, იქვე მთელი კაპროვანის ძაღლები არიან წამოკოტრიალებული და კუდებს უქიცინებენ იქნებ რამეს გამოკრან პირი. მისი ჰადესაც დაინახა, შავი დვარნიაშკა. ორი რამ უყვარს ჰადესას კაპროვანის ქვიშაში ორმოების ამოთხრა და მერე იქედან უცბად ამოძრომა, (ამიტომ დაარქვა გვივიამ ჰადესა) და ტურისტების ჩუსტების მოპარვა. გაჩერდა გივია, უცნაურად ეჩვენა ეს სანახაობა, იფიქრა ამათი დაფრთხობა რავა იქნებაო. ამ დროს ერთერთმა გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და სული შეუბერა ძვლებს, ძვლებმა ხორცი შეისხეს. შეჭმული ირემი გაცოცხლდა, და ხტუნვა ხტუნვით გაიქცა, იქვე კეფალი ცოტა ხნის წინ მარტო ფხა რო იყო დარჩენილი ახლა მდინარეში გადახტა, ტახიც გაცოცხლდა და გაქცევა დააპირა მაგრამ ვერ გაიქცა კარგად ერთი ფეხი აკლდა. სად წავიდა ფეხიო იკითხა ერთმა, გაიხედეს და ჰადესა გარბოდა ბარკლით პირში. გამოშტერდა გივია და სახლში დაბრუნდა, დიდი ხანი ვერავის მოუყვა სანამ, მისი მეზობელი თოფილე ნადირობიდან სამფეხა ტახ მონადირებული არ დაბრუნდა. მერე კი მოუყვა თოფილეს. მაინც არავინ დაუჯერა...
დევი - Evil trolls in Georgia
Mythical Creaturesge
დევი - Evil trolls in Georgia
Gorgia, გორი, Inner Kartli, Georgia
ქართულ ზღაპრებში და მითებში მთავარი დასამარცხებელი და მოსარევი არსება არის დევი. თითქოს ყველა ზღაპარში თუ დევი გამოჩნდა უკვე გამართლებულია მათი ხოცვა - ჟლეტვა, მოტყუება, გაბითურება ა.შ. იახსარი და კოპალა სადაც გადაეყრებოდნენ ბევრი ლაპრაკის გარეშე ხან მათრახით გააპობდნენ შუაზე ხან ქალიან კაციანა გაწყვეტდნენ. **ვინ არიან დევები და რა დაგვიშავეს? ** ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ანტიკურ ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები შედარებით დაბალგანვითარებული, ველური ტყის ხალხი იყვნენ რომლებსაც შედარებით ცივილიზირებული ტომები ეომებოდნენ. სტრაბონის ჩანაწერების მიხედვით საქართველოში რამდენიმე ტომი ცხოვრობდა რომლებიც კანიბალიზმზეც არ ამბობდნენ უარს. სავარაუდოდ ეს ტომები დამარცხებული შევიწროებული და საბოლოოდ ასიმილირებული ტომებია რომლებიც უფრო ცივილიზირებულმა კულტურამ შთანთქა, დამარცხებულები კი დემონიზდნენ, დავარქვით დევები, დავაბრალეთ რომ ტერფები უკუღმა ქონდათ და ზოგს 3-4 თავიც კი ქონდათ. [video 1] ბევრ თავიან დევს ზღაპრებში ბაყბაყ დევებს ეძახდნენ. ერთ ისტორიაში ფიქრსირდება როგორ მოეწონა კოპალას მდედრობითი დევი, საბოლოოდ ის სიტორიაც დევების ჟლეტვით მთავრდება მაგრამ როგორც ჩანს ლამაზი დევებიც არსებობდნენ.

Categories

8 types

Explore on the Map

Every pin is an approved story. Open the full map to search and filter by category.

Open Full Map

Browse All Stories

Region:
Language:
დევი - Evil trolls in Georgia
Mythical Creaturesge
დევი - Evil trolls in Georgia
Gorgia, გორი, Inner Kartli, Georgia
ქართულ ზღაპრებში და მითებში მთავარი დასამარცხებელი და მოსარევი არსება არის დევი. თითქოს ყველა ზღაპარში თუ დევი გამოჩნდა უკვე გამართლებულია მათი ხოცვა - ჟლეტვა, მოტყუება, გაბითურება ა.შ. იახსარი და კოპალა სადაც გადაეყრებოდნენ ბევრი ლაპრაკის გარეშე ხან მათრახით გააპობდნენ შუაზე ხან ქალიან კაციანა გაწყვეტდნენ. **ვინ არიან დევები და რა დაგვიშავეს? ** ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ანტიკურ ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები შედარებით დაბალგანვითარებული, ველური ტყის ხალხი იყვნენ რომლებსაც შედარებით ცივილიზირებული ტომები ეომებოდნენ. სტრაბონის ჩანაწერების მიხედვით საქართველოში რამდენიმე ტომი ცხოვრობდა რომლებიც კანიბალიზმზეც არ ამბობდნენ უარს. სავარაუდოდ ეს ტომები დამარცხებული შევიწროებული და საბოლოოდ ასიმილირებული ტომებია რომლებიც უფრო ცივილიზირებულმა კულტურამ შთანთქა, დამარცხებულები კი დემონიზდნენ, დავარქვით დევები, დავაბრალეთ რომ ტერფები უკუღმა ქონდათ და ზოგს 3-4 თავიც კი ქონდათ. [video 1] ბევრ თავიან დევს ზღაპრებში ბაყბაყ დევებს ეძახდნენ. ერთ ისტორიაში ფიქრსირდება როგორ მოეწონა კოპალას მდედრობითი დევი, საბოლოოდ ის სიტორიაც დევების ჟლეტვით მთავრდება მაგრამ როგორც ჩანს ლამაზი დევებიც არსებობდნენ.
ტიბაანელი ჭინკები თელავში
Local Storyge
ტიბაანელი ჭინკები თელავში
Telavi, Kakheti, Georgia
თელავში ხმა დაირხა ტიბაანელი ჭინკები შემოგვესივნენო, გაუკვირდათ ადგილობრივებს რა სისულელეა ან რაღა ტიბაანელებიო, თურმე იმ წელს აირია. თემურა ყვებოდა მარანში საუკეთესო ჭაჭა და საფერავი მქონდა გამოჭურჭლულიო. ხოდა, ზუსტად იმ საღამოს, როცა ქვევრის პირი უნდა ამეხადა, მარნიდან ისეთი „ჭახჭახი“ და ხარხარი ისმოდა, ვიფიქრე შაშუბეშა ლევექსა შემომეპარა და მოშინაურდაო. შევარდა ხელჯოხით, კარი შეაღო და თვალებს არ დაუჯერა: სამი პატარა, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილი ტიბაანელი ჭინკა ზედ ქვევრის სარქველზე მსხდარიყო, ცალი ხელით ჭაჭას სვამდა, მეორე ხელით კი პურს და ყველს აყოლებდა. - აიტ თქვენი დედა მოვს...ნო და ჯოხი უსვრია. ეს ჯოხი ზედ ტრაკზე მოხვდა ჭინკასო. გაქუსლეს და გაიქცნენო მაგრამ უკან გამოუხედავს და მოუწყევლია ჩემი კუდის ხელა ბუასილი ამოგსვლოდესო. იმის მერე თემურა ბუასილს ვეღარ იშორებს რა აღარ სცადა. ლევექსასაც აქვს მსგავსი ისტორია მაგრამ შაშუბეშაა და ჯოხი ვერ გაურტყია ამიტომ გადარჩა. არავინ იცის რაღა თელავში ჩამოვიდნენ ჭინკები მაინცდამაინც თელავშიო, მაგრამ თელაველებს რო კითხო უკეთეს ადგილას სად წავიდოდნენო.
ჯადოსნური ჩიტი შრომაში
Local Storyge
ჯადოსნური ჩიტი შრომაში
Shroma, Guria, Georgia
ეს ამბავი ბაბუამ მოგვიყვა, თურმე 1900 იანი წლების დასაწყისში მთავარანგელოზის სახელობის სოფელში, მიქელ გაბრიელში ახლა შრომა რომ ქვია. იდგა ეკლესია ვაკის უბანში. თურმე ეკლესიის გუმბათზე ძალიან უყვარდა ერთ ჯადოსნურ ჩიტს შემოსკუპება და ისე კარგად გალობდა რომ მთელი სოფელი მის მოფრენას და გალობას მოუთმენლად ელოდაო. მოვიდნენ წითლები და ქვემეხი უსვრიათ, დაუშლიათ მთლიანად. იმის მერე ჩიტი აღარ გამოჩენილაო. ლეგენდის თანამხად თუ ჯვარს აღმართავთ გუმბათის ადგილას ჩიტი ისევ მოფრინდება და სოფელს ძველი სიხარულიც დაუბრუნდებაო. ბევრი ვეძებეთ ბავშვებმა მსგავს ადგილს ბოლოს ერთი გორა ვიპოვეთ თითქოს მართლაც გავდა ძველ შენობას მიწით დაფარულს. ჯვარი საიდან უნდა გვეშოვნა, ჩემი ხის ხმალი გავწირე მაგ ამბისთვის ჩემმა ბიძაშვილმა ფიცარი მოარბენინა სადღაციდან, გადავაბით გადმოვაბით და იმ საღამოს ჯვარი დავამაგრეთ იმ გორაზე. შემდეგი დღეები ყველა ჩიტის ხმა განსაკუთრებულად გვეჩვენებოდა, და შრომის გაბრწყინებას დღედღეზე ველოდებოდით. ბოლოს არდადეგებიც დამთავრდა და თბილისში წამოვედით. შრომა ისევ ელოდება გაბრწყინებას და ჯადოსნური ჩიტის მოფრენას.
Dali - Forrest goddess
Mythical Creaturesge
Dali - Forrest goddess
Zugdidi, Mingrelia-Upper Svaneti, Georgia
სვანეთის ტყეებში და მთებში ცხოვრობს ულამაზესი ღვთაება რომელსაც ფორმის შეცვლა შეუძლია, როგორც სხვა კულტურაში ცხოველთა მფარველ ქალღმერთებს სჩვევიათ, მაგალითად არტემიდა. დალიზე ბევრი ლეგენდაა, ერთერთის მიხედვით მისი ძალა ოქროსფერ თმებშია, და ვინც მის შეჭრას გადაწვეტს მაგარ შარშია. [video 1]
მესეფე გოგოები და გივია
Local Storyge
მესეფე გოგოები და გივია
kaprovani
ოქტომბრის თვე იყო, ურეკის და კაპროვანის შორის, მდინარე სეფაზე სათევზაოდ წასულ გურულ მეთევზეს გივიას სიცილის ხმა შემოესმა, კარგი ამინდი იყო სათევზაოდ, გზაც დიდი ქონდა გავლილი და იფიქრა ამათი ხორხოცი თევზებს დამიფრთხობს წავალ გავაფრთხილებო. მიდის და ფიქრობს - აგი ახალი თაობა აფრად არ ვარგა, რა დროს მდინარეზე ბანავია, წევიდნენ რაცხა იმეცადინონო. შრომაში ჩამოსახლებული რუსები ხოარ არიანო. გადაწია ფოთლები და რას ხედავს, გოგოები სუ ლამაზ ლამაზი, გაუშლიათ სეფა - სეფაზე და გარშემო ცხოველების და თევზების ძვლები და ნარჩენები აწყვია, იქვე მთელი კაპროვანის ძაღლები არიან წამოკოტრიალებული და კუდებს უქიცინებენ იქნებ რამეს გამოკრან პირი. მისი ჰადესაც დაინახა, შავი დვარნიაშკა. ორი რამ უყვარს ჰადესას კაპროვანის ქვიშაში ორმოების ამოთხრა და მერე იქედან უცბად ამოძრომა, (ამიტომ დაარქვა გვივიამ ჰადესა) და ტურისტების ჩუსტების მოპარვა. გაჩერდა გივია, უცნაურად ეჩვენა ეს სანახაობა, იფიქრა ამათი დაფრთხობა რავა იქნებაო. ამ დროს ერთერთმა გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და სული შეუბერა ძვლებს, ძვლებმა ხორცი შეისხეს. შეჭმული ირემი გაცოცხლდა, და ხტუნვა ხტუნვით გაიქცა, იქვე კეფალი ცოტა ხნის წინ მარტო ფხა რო იყო დარჩენილი ახლა მდინარეში გადახტა, ტახიც გაცოცხლდა და გაქცევა დააპირა მაგრამ ვერ გაიქცა კარგად ერთი ფეხი აკლდა. სად წავიდა ფეხიო იკითხა ერთმა, გაიხედეს და ჰადესა გარბოდა ბარკლით პირში. გამოშტერდა გივია და სახლში დაბრუნდა, დიდი ხანი ვერავის მოუყვა სანამ, მისი მეზობელი თოფილე ნადირობიდან სამფეხა ტახ მონადირებული არ დაბრუნდა. მერე კი მოუყვა თოფილეს. მაინც არავინ დაუჯერა...
ოჩოკოჩი - Forrest Diety
Mythical Creaturesge
ოჩოკოჩი - Forrest Diety
Chkhorotsqu Municipality, Mingrelia-Upper Svaneti, Georgia
ოჩოკოჩს სხეული ჟღალი თმით აქვს დაფარული. თუ დაელაპარაკები შეუძლია ჭკუიდან შეგშალოს. მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდები აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. ოჩოკოჩს ტყაშმაფაზე აქვს ქრაში, და მისი მოხიბვლა უნდა. ამიტომაც ხანდახან მონადირეებს დიდად არ სწყალობს, ალბათ კონკურენტებს ხედავს. ოჩოკოჩი ტყის თავისუფალ ბუნებასთან ასოცირდება ისევე როგორც ფავნი/პანი ბერძნულ მითოლოგიაში. [video 1]
Iakhsari - Whip of the Gods
Mythical Creaturesge
Iakhsari - Whip of the Gods
Khevsureti
იახსარი — ქართული მითოლოგიის კიდევ ერთი გამორჩეული გმირი, ღვთისშვილი და კოპალას მარჯვენა ხელი, რომელიც ძირითადად არაგვის ხეობაში, ფშავსა და ხევსურეთში იხსენიება. გადმოცემის თანახმად, იახსარიც ხორციელი ადამიანი იყო. დევებს ბავშვობაში შეუბყრიათ და ზრდიდნენ რომ შემდეგ შეეჭამათ. მანაც შეძლო გაქცევა და სანამ ზეციურ ძალასა და ღვთისშვილობას მიიღებდა, მას უამრავი განსაცდელის გავლა მოუწია. დევები და ბოროტი ძალები იმ დროს მთელ მხარეს ატერორებდნენ და ხალხს ნორმალურ ცხოვრებას უსპობდნენ. საბოლოოდ იახსარიც არ დარჩა ხურდაში და კოპალას მსგავსად ბევრი დევი გაჟლიტა. [video 1] იახსარი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმამაცით, სამართლიანობის განცდითა და ბრძოლის უნარით. იახსარის სავყვარელი იარაღი იყო ლახტი/მათრახი რომლითაც დევებს შუაზე აპობდა. მთაში ადგილობრივები ყვებიან ლეგენდებს როგორ გახეთქა იახსარის მოქნეულმა ლახტმა ქვა რომლის უკანაც დევი იმალებოდა, ამ ქვის ნახვა დღესაც არის შესაძლებელი. მითოლოგიაში იახსარი ხშირად კოპალასთან ერთად მოიხსენიება, რადგან ისინი ერთად გეგმავდნენ და ატარებდნენ ეპიკურ ბრძოლებს. ლეგენდის მიხედვით, მათ ერთობლივი ძალებით გაწმინდეს ხეობები დევებისგან, დაანგრიეს მათი ციხე-სიმაგრეები და ადამიანებს მშვიდობიანი არსებობის საშუალება მისცეს. იახსარის სახელიც მკაცრად უკავშირდება ბოროტ სულებთან ბრძოლას და ადამიანთა მენტალურ თუ ფიზიკურ დაცვას. [image 1]
Kopala - Slayer of demons
Mythical Creaturesge
Kopala - Slayer of demons
თუშეთი
**კოპალა: ძველი დროის მთავარი გმირი, რომელმაც ქაოსი დაასრულა ** [video 1] წარმოიდგინე ეპოქა, სადაც ადამიანების ცხოვრება სრული კოშმარი იყო: მზემ ანათება შეწყვიტა, მიწა ქაოსმა მოიცვა, ხოლო აგრესიული დევები ყველანაირ ნორმას არღვევდნენ და ხალხს მოსვენებას არ აძლევდნენ. ზუსტად ამ დროს ჩნდება **კოპალა** — ღვთისშვილი, რომელიც მოვიდა და სიტუაცია ბოლომდე გაასწორა. ### ვინ არის კოპალა? ფშავ-ხევსურეთის მითოლოგიაში კოპალა არის უძლეველი მეომარი და მცველი, რომელიც ზეციდან ჩამოვიდა იმისთვის, რომ დედამიწა ბოროტი ძალებისგან გაეთავისუფლებინა. ის თეთრი გიორგის საუკეთესო მებრძოლია. გადმოცემით, ის თავიდან ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ყოფილა, როცა დევებმა მოიტაცეს და საშინელ პირობებში ამყოფებდნენ: ბევრს ამუშავებდნენ, ისეთ საქმეებს ავალებდნენ, რაც მის ძალას აჭარბებდა, მაგრამ გავიდა დრო, გაპარვა მოახერხა და თავი ბერებს შეაფარა. მათთან ერთად ლოცულობდა და ვარჯიშობდა იმ მიზნით რო ერთ დღეს ამ ბოროტებას ბოლოს მოუღებდა, ღმერთმაც შეუსრულა თხოვნა ძალაც არგუნა და პირქუშის გამოჭედილი იარაღებიც. აი აქ წავიდა დევების საქმე ცუდად დევებს შავი ზღვისკენ მიმავალი გზები ჰქონდათ გადაკეტილი და მთელ რეგიონს ატერორებდნენ. კოპალასთვის ეს უბრალოდ მოსაგვარებელი პრობლემა იყო, ის ბრძოლაში ხმალს მათრახს და უზარმაზარ მშვილდს იყენებდა. ლეგენდის მიხედვით, მისი დარტყმა მთებს აზანზარებდა. * **სამართლიანი განაჩენი:** კოპალამ სათითაოდ ჩამოყარა და დაამარცხა დევების ბელადები. ზოგიერთი მათგანი სამუდამო პატიმრობისთვის კლდეებში გამოკეტა, ხოლო მათი ციხე-სიმაგრეები მიწასთან გაასწორა, რომ ხალხს თავისუფლად ამოესუნთქა. ### მეტად მეტი ვიდრე უბრალოდ მებრძოლი * **მთვარის მცველი:** ხალხურ წარმოდგენებში კოპალა ღამესა და მთვარის სინათლესთანაც ასოცირდება. ის სიბნელეში მებრძოლი მცველია, რომელიც ადამიანებს იცავს. დღესაც კი, საქართველოს მთიანეთში კოპალას სალოცავები დიდ პატივისცემას იმსახურებს.
პირქუში - The Blacksmith Demigod
Mythical Creaturesge
პირქუში - The Blacksmith Demigod
khevsureti
პირქუში ღთიშვილის ნიშნით დაიბადა და ახალგაზრდობიდანვე გადაწყვიტა აღმატებული საქმეებისთვის მიეძღვნა თავი. მაგრამ მისი მიმზიდველი გარეგნობა და ქალებში პოლულარულობა ხელს უშლიდა მიზანზე ყოფილიყო ფოკუსირებული. ამიტომ მორიგე ღმერთს შესთხოვა რამე ისეთი დამმართე რომ ასეთი სიმპატიური აღარ ვიყოო. ღმერთმაც შეუსრულა თხოვნა და ისეთი ავადმყოფობა დამართა სახეზე შრამები დაეტყო ამის შემდეგ მას პირქუში შეერქვა. მანმდე რაღაც სხვა სახელი ერქვა სტანდარტული, დათო ან ბექა ან რამე მსგავსი. რახან ყურადღების გამფანტავი ფაქტორებიც მოიშორა, უკვე თავის საქმეზე ფოკუსირებაც კარგად შეძლო და საუკეთესო მჭედელი გამოვიდა. დაახლოებით ჰეფესტოს ვულკანის ქართული არლტერნატივა გამოვიდა, ღთიშვილებს და გმირებს საუკეთესო აბჯარს და იარაღებს უჭედავდა.
Armaz - God of thunder
Mythical Creaturesen
Armaz - God of thunder
Kartli
**არმაზი: (ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა) ** დახასიათებიდან ჩანს რომ ის არის ავდრის, ჭეხაქუხილის, წყალდიდობის და ზოგადად ამინდის განმკარგავი ღვთაება. რაც დასუტრება მის აღწერილობაში, ხელში ელვის მაგვარი მახვილი უჭირავს. და მოწინააღმდეგე ღვთაების წინააღმდეგ(ითრუჯანი/ატროშანი) “ზედა ზღუა მოაქცია” ანუ წყალდიდობა გამოიწვია. მ. წერეთლის აზრით არმაზის კერპის გარეგნობისა და მისი თვისებების შესახებ ყველა ცნობები, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებაში მოიპოვება, უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველთა არმაზი ნამდვილად აჰურამაზდა კი არ იყო, არამედ "მცირე აზიის ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა" თეშუბ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არმაზი არის ქართული ვარიანტი ისეთი ღმერთების როგორიცაა ხეთური თეშუბი, ბერძნული ზევსი, ან სკანდინავიური თორი. ასევე არმაზი გვევლინება როგორც ეროვნული ღვთაება და ქართლში და იმ დროს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი რელიგიის მაზდიანობის გავრცელების წინააღმდეგადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. (რადგან ატროშანს ემტერება) რაც შეეხება სახელს, ლეონტი მროველი წერს: “ამან ფარნავაზ... შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი და ფარნავაზ[ს] სპარსულად არმაზ ერქუა”. ანუ ფარნავაზმა შექმნა ამინდის გამგე, წვიმისა და ელვაჭექის უკვე არსებული ქართული ღმერთის კერპი თავისი სახით და რადგან ფარნავაზის სახელი სპარსულად არმაზი იყო მივიღეთ უკვე არსებული ღვთაების მეორე სახელი. ასე რომ აჰურამაზდასთან არმაზს მხოლოდ დასახელებაში რამდენიმე ხმოვანი აქვს საერთო. რაც შეეხება ქართულ ღვთაებას რომლის კერპიც აღმართა ფარნავაზმა, ჩემი ვარაუდით ეს არის იგივე ვობი რომელსაც მკვლევარები ასევე ადარებენ ხეთურ თეშუბს. გარდა ამისა ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ როგორც ზოგიერთი სხვა ღვთაებების შემთხვევაში, ქრისტიანული წმინდანის ასიმილაცია მოხდა ადგილობრივ წარმართულ ღვთაებებთან და წვიმა-ამინდის და ცა-ღრუბლების გამგედ მოგვევლინა ელია. იგი იმ უზენაესი ღვთაების მოადგილედ უნდა იყოს, და ღრუბლების სამფლობელოს, წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო. შესაბამსად სამივე სახელი ერთსა და იმავე ღვთაებას წარმოადგანეს. ვიზუალურად კი როგორც დახასიათებულია წმინდა ნინოს ცხოვრებაში კერპში გამოსახული იყო სპილენძის ამაკაცი საბრძოლო აღჭურვილობით, ოქროს ჯაჭვით და მყარი ჩაბალახით. ხელში კი ელვის ფორმის მახვილით. თვალები ზურმუხტის. ცნობები არმაზზე: ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი რამეთუ აჰა ესერა, ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” მიხედვით, არმაზის კერპი აღწერილია, როგორც: "...კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თჳსი სიკუდილად განწირის...” (ქც, I, 89:9-12). იგივე ტექსტი სომხურ თარგმანში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: "...კაცი შემოსილი ბრინჯაოს გულსაფარით და ოქროს მუზარადით, თვალები შემკული ჰქონდა ზურმუხტითა და ბივრილით, ხელში ეკავა მახვილი, მსგავსი ელვათა კონისა. ამოძრავებდა მას და შიშში აგდებდა შეკრებილთ… ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან, ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე ესე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩვეულება სოფლის მპყრობელთა ე. თაყაიშვილი ეთანხმება მ. წერეთლის თვალსაზრისს, რომ ქართული არმაზი მსგავსებას ამჟღავნებს არა აჰურამაზდასთან, არამედ ხეთების ელვა-ჭექისა და ატმოსფეროს ღვთაება თეშუბთან [video 1]
მესეფენი
Mythical Creaturesge
მესეფენი
Guria
მესეფეები — ქართული მითოლოგიური პანთეონის წევრები რომლებიც ზღვაში ცხოვრობენი,შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ქართველ ტომთა წარმოდგენით, მესეფეები ზღვიდან ამოდიან და მათზეა დამოკიდებული თევზისა და ნადირთ სიმრავლე, [video 1] ადგილობრივები ამბობენ თუ მხოლოდ მამრი მესეფეები ამოვლენ ზღვიდან წვიმა იცისო, კარგი ამინდი კი მდედრობით მესეფეებს მოყავდათ. ნადირთ მფარველი მესეფეებიმა დროსტარება და გართობაც კარგად იციან სუფრას შლიან ამოსვლისას, ჭამენ და შემდეგ ნარჩენებს შეაკოწიწებენ და სულს ჩაჰბერავენ - კვლავ აცოცხლებენ ნადირს.ამბობენ რომ მონადირეებს მხოლოდ მათ მიერ შეჭმული და გაცოცხლებული ნადირი ერგება. „მესეფე“ გამრიგებელს, მეუფეს უნდა ნიშნავდესო იძახიან.
The Bridge That Would Not Fall
Historical Legendsen
The Bridge That Would Not Fall
Mtskheta
A crossing said to reject anyone who built it dishonestly — swallowing three bridges before this one held.
The Vineyard Nobody Buys
Curses & Omensen
The Vineyard Nobody Buys
Kakheti
Three owners, three ruined harvests. Locals say the land remembers who it was taken from.
Why No One Whistles After Dark
Local Superstitionsen
Why No One Whistles After Dark
Tbilisi Old Town
An old-city habit passed down without explanation — until you ask, and everyone has the same story.
Nature & Sacred Placesen
The Spring at the Crooked Oak
Kakheti
Villagers still leave ribbons on the branch above the water, a debt owed since a drought that never came.
The Ram of the High Pass
Mythical Creaturesen
The Ram of the High Pass
Svaneti
Shepherds describe a ram with mismatched horns guarding the col — those who pass are never seen taking the low road again.
The Widow's Light at Ananuri
Ghosts & Spiritsen
The Widow's Light at Ananuri
Ananuri
A lantern seen moving along the fortress wall on the coldest nights, always facing the road north.
TALES WITH TAILS
Made by Nalya Studio
ამბები საქართველოდან
Report a broken link