ოჩოკოჩი - Forrest Diety
Mythical Creatures

ოჩოკოჩი - Forrest Diety

Chkhorotsqu Municipality, Mingrelia-Upper Svaneti, Georgia

ოჩოკოჩს სხეული ჟღალი თმით აქვს დაფარული. თუ დაელაპარაკები შეუძლია ჭკუიდან შეგშალოს. მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. მკერდზე რქისებრი წანაზარდები აქვს, რითაც ამარცხებს მოწინააღმდეგეებს. ოჩოკოჩს ტყაშმაფაზე აქვს ქრაში, და მისი მოხიბვლა უნდა. ამიტომაც ხანდახან მონადირეებს დიდად არ სწყალობს, ალბათ კონკურენტებს ხედავს. ოჩოკოჩი ტყის თავისუფალ ბუნებასთან ასოცირდება ისევე როგორც ფავნი/პანი ბერძნულ მითოლოგიაში.

Share this story

You Might Also Like

Armaz - God of thunder
Mythical Creaturesen
Armaz - God of thunder
Kartli
**არმაზი: (ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა) ** დახასიათებიდან ჩანს რომ ის არის ავდრის, ჭეხაქუხილის, წყალდიდობის და ზოგადად ამინდის განმკარგავი ღვთაება. რაც დასუტრება მის აღწერილობაში, ხელში ელვის მაგვარი მახვილი უჭირავს. და მოწინააღმდეგე ღვთაების წინააღმდეგ(ითრუჯანი/ატროშანი) “ზედა ზღუა მოაქცია” ანუ წყალდიდობა გამოიწვია. მ. წერეთლის აზრით არმაზის კერპის გარეგნობისა და მისი თვისებების შესახებ ყველა ცნობები, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებაში მოიპოვება, უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველთა არმაზი ნამდვილად აჰურამაზდა კი არ იყო, არამედ "მცირე აზიის ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა" თეშუბ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არმაზი არის ქართული ვარიანტი ისეთი ღმერთების როგორიცაა ხეთური თეშუბი, ბერძნული ზევსი, ან სკანდინავიური თორი. ასევე არმაზი გვევლინება როგორც ეროვნული ღვთაება და ქართლში და იმ დროს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი რელიგიის მაზდიანობის გავრცელების წინააღმდეგადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. (რადგან ატროშანს ემტერება) რაც შეეხება სახელს, ლეონტი მროველი წერს: “ამან ფარნავაზ... შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი და ფარნავაზ[ს] სპარსულად არმაზ ერქუა”. ანუ ფარნავაზმა შექმნა ამინდის გამგე, წვიმისა და ელვაჭექის უკვე არსებული ქართული ღმერთის კერპი თავისი სახით და რადგან ფარნავაზის სახელი სპარსულად არმაზი იყო მივიღეთ უკვე არსებული ღვთაების მეორე სახელი. ასე რომ აჰურამაზდასთან არმაზს მხოლოდ დასახელებაში რამდენიმე ხმოვანი აქვს საერთო. რაც შეეხება ქართულ ღვთაებას რომლის კერპიც აღმართა ფარნავაზმა, ჩემი ვარაუდით ეს არის იგივე ვობი რომელსაც მკვლევარები ასევე ადარებენ ხეთურ თეშუბს. გარდა ამისა ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ როგორც ზოგიერთი სხვა ღვთაებების შემთხვევაში, ქრისტიანული წმინდანის ასიმილაცია მოხდა ადგილობრივ წარმართულ ღვთაებებთან და წვიმა-ამინდის და ცა-ღრუბლების გამგედ მოგვევლინა ელია. იგი იმ უზენაესი ღვთაების მოადგილედ უნდა იყოს, და ღრუბლების სამფლობელოს, წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო. შესაბამსად სამივე სახელი ერთსა და იმავე ღვთაებას წარმოადგანეს. ვიზუალურად კი როგორც დახასიათებულია წმინდა ნინოს ცხოვრებაში კერპში გამოსახული იყო სპილენძის ამაკაცი საბრძოლო აღჭურვილობით, ოქროს ჯაჭვით და მყარი ჩაბალახით. ხელში კი ელვის ფორმის მახვილით. თვალები ზურმუხტის. ცნობები არმაზზე: ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი რამეთუ აჰა ესერა, ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” მიხედვით, არმაზის კერპი აღწერილია, როგორც: "...კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თჳსი სიკუდილად განწირის...” (ქც, I, 89:9-12). იგივე ტექსტი სომხურ თარგმანში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: "...კაცი შემოსილი ბრინჯაოს გულსაფარით და ოქროს მუზარადით, თვალები შემკული ჰქონდა ზურმუხტითა და ბივრილით, ხელში ეკავა მახვილი, მსგავსი ელვათა კონისა. ამოძრავებდა მას და შიშში აგდებდა შეკრებილთ… ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან, ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე ესე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩვეულება სოფლის მპყრობელთა ე. თაყაიშვილი ეთანხმება მ. წერეთლის თვალსაზრისს, რომ ქართული არმაზი მსგავსებას ამჟღავნებს არა აჰურამაზდასთან, არამედ ხეთების ელვა-ჭექისა და ატმოსფეროს ღვთაება თეშუბთან [video 1]
The Ram of the High Pass
Mythical Creaturesen
The Ram of the High Pass
Svaneti
Shepherds describe a ram with mismatched horns guarding the col — those who pass are never seen taking the low road again.
მზე და მთვარე
Mythical Creaturesge
მზე და მთვარე
Mtskheta, Mtskheta-Mtianeti, Georgia
გაცზე და გაიმზე გვაქვს რამდენიმე ცნობა 1. არმაზის კერპის მარჯვნივ "დგა კერპი ოქროჲსაჲ და სახელი მისი გ ა ც ი და მარცხნივ მისა კერპი ვერცხლისაჲ დასახელი მისი გა” 2. “და ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი გაცი და გა” იმისდა მიუხედავად რომ გაცი და გა აზოს აშენებული კერპებია წყაროები მათ მაინც ძველ ქართულ ღვთაებებად მიიჩნევენ. და რადგან კერპები წყვილია და ერთი ოქროსია ხოლო მეორე ვერცხლის, მოიაზრება რომ გა არის მთვარე ხოლო გაცი მზე. ხოლო მამათა ჩვენთა რწმენით ქრინსტიანობამდე მთავარი ღვთაება მთვარე იყო იგივე თეთრი გიორგი რომელიც შემდეგ წმინდა გიორგის კულტს შეერწყა. და რადგანაც ჩვენს შემთზხვევაში მზე მდედრობითია და მთვარე მამრობითი, შეიძლება ქალის და კაცის ფიგურები ყოფილიყო. საკმაოდ მცირე ცნობებია ასე რომ ყველაფერი შეიძლება. მთვარის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული თეთრი გიორგის ღვთაებაა რომელიც ასევე შეიძლება ამ ორ მნათობს შორის ერთერთი ყოფილიყო. [video 1]