მესეფე გოგოები და გივია
Local Story

მესეფე გოგოები და გივია

kaprovani

ოქტომბრის თვე იყო, ურეკის და კაპროვანის შორის, მდინარე სეფაზე სათევზაოდ წასულ გურულ მეთევზეს გივიას სიცილის ხმა შემოესმა, კარგი ამინდი იყო სათევზაოდ, გზაც დიდი ქონდა გავლილი და იფიქრა ამათი ხორხოცი თევზებს დამიფრთხობს წავალ გავაფრთხილებო. მიდის და ფიქრობს

გადაწია ფოთლები და რას ხედავს, გოგოები სუ ლამაზ ლამაზი, გაუშლიათ სეფა - სეფაზე და გარშემო ცხოველების და თევზების ძვლები და ნარჩენები აწყვია, იქვე მთელი კაპროვანის ძაღლები არიან წამოკოტრიალებული და კუდებს უქიცინებენ იქნებ რამეს გამოკრან პირი.

მისი ჰადესაც დაინახა, შავი დვარნიაშკა. ორი რამ უყვარს ჰადესას კაპროვანის ქვიშაში ორმოების ამოთხრა და მერე იქედან უცბად ამოძრომა, (ამიტომ დაარქვა გვივიამ ჰადესა) და ტურისტების ჩუსტების მოპარვა.

გაჩერდა გივია, უცნაურად ეჩვენა ეს სანახაობა, იფიქრა ამათი დაფრთხობა რავა იქნებაო. ამ დროს ერთერთმა გოგომ ღრმად ჩაისუნთქა და სული შეუბერა ძვლებს, ძვლებმა ხორცი შეისხეს. შეჭმული ირემი გაცოცხლდა, და ხტუნვა ხტუნვით გაიქცა, იქვე კეფალი ცოტა ხნის წინ მარტო ფხა რო იყო დარჩენილი ახლა მდინარეში გადახტა, ტახიც გაცოცხლდა და გაქცევა დააპირა მაგრამ ვერ გაიქცა კარგად ერთი ფეხი აკლდა. სად წავიდა ფეხიო იკითხა ერთმა, გაიხედეს და ჰადესა გარბოდა ბარკლით პირში.

გამოშტერდა გივია და სახლში დაბრუნდა, დიდი ხანი ვერავის მოუყვა სანამ, მისი მეზობელი თოფილე ნადირობიდან სამფეხა ტახ მონადირებული არ დაბრუნდა. მერე კი მოუყვა თოფილეს.

მაინც არავინ დაუჯერა...

Share this story

You Might Also Like

ტიბაანელი ჭინკები თელავში
Local Storyge
ტიბაანელი ჭინკები თელავში
Telavi, Kakheti, Georgia
თელავში ხმა დაირხა ტიბაანელი ჭინკები შემოგვესივნენო, გაუკვირდათ ადგილობრივებს რა სისულელეა ან რაღა ტიბაანელებიო, თურმე იმ წელს აირია. თემურა ყვებოდა მარანში საუკეთესო ჭაჭა და საფერავი მქონდა გამოჭურჭლულიო. ხოდა, ზუსტად იმ საღამოს, როცა ქვევრის პირი უნდა ამეხადა, მარნიდან ისეთი „ჭახჭახი“ და ხარხარი ისმოდა, ვიფიქრე შაშუბეშა ლევექსა შემომეპარა და მოშინაურდაო. შევარდა ხელჯოხით, კარი შეაღო და თვალებს არ დაუჯერა: სამი პატარა, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილი ტიბაანელი ჭინკა ზედ ქვევრის სარქველზე მსხდარიყო, ცალი ხელით ჭაჭას სვამდა, მეორე ხელით კი პურს და ყველს აყოლებდა. - აიტ თქვენი დედა მოვს...ნო და ჯოხი უსვრია. ეს ჯოხი ზედ ტრაკზე მოხვდა ჭინკასო. გაქუსლეს და გაიქცნენო მაგრამ უკან გამოუხედავს და მოუწყევლია ჩემი კუდის ხელა ბუასილი ამოგსვლოდესო. იმის მერე თემურა ბუასილს ვეღარ იშორებს რა აღარ სცადა. ლევექსასაც აქვს მსგავსი ისტორია მაგრამ შაშუბეშაა და ჯოხი ვერ გაურტყია ამიტომ გადარჩა. არავინ იცის რაღა თელავში ჩამოვიდნენ ჭინკები მაინცდამაინც თელავშიო, მაგრამ თელაველებს რო კითხო უკეთეს ადგილას სად წავიდოდნენო.
ჯადოსნური ჩიტი შრომაში
Local Storyge
ჯადოსნური ჩიტი შრომაში
Shroma, Guria, Georgia
ეს ამბავი ბაბუამ მოგვიყვა, თურმე 1900 იანი წლების დასაწყისში მთავარანგელოზის სახელობის სოფელში, მიქელ გაბრიელში ახლა შრომა რომ ქვია. იდგა ეკლესია ვაკის უბანში. თურმე ეკლესიის გუმბათზე ძალიან უყვარდა ერთ ჯადოსნურ ჩიტს შემოსკუპება და ისე კარგად გალობდა რომ მთელი სოფელი მის მოფრენას და გალობას მოუთმენლად ელოდაო. მოვიდნენ წითლები და ქვემეხი უსვრიათ, დაუშლიათ მთლიანად. იმის მერე ჩიტი აღარ გამოჩენილაო. ლეგენდის თანამხად თუ ჯვარს აღმართავთ გუმბათის ადგილას ჩიტი ისევ მოფრინდება და სოფელს ძველი სიხარულიც დაუბრუნდებაო. ბევრი ვეძებეთ ბავშვებმა მსგავს ადგილს ბოლოს ერთი გორა ვიპოვეთ თითქოს მართლაც გავდა ძველ შენობას მიწით დაფარულს. ჯვარი საიდან უნდა გვეშოვნა, ჩემი ხის ხმალი გავწირე მაგ ამბისთვის ჩემმა ბიძაშვილმა ფიცარი მოარბენინა სადღაციდან, გადავაბით გადმოვაბით და იმ საღამოს ჯვარი დავამაგრეთ იმ გორაზე. შემდეგი დღეები ყველა ჩიტის ხმა განსაკუთრებულად გვეჩვენებოდა, და შრომის გაბრწყინებას დღედღეზე ველოდებოდით. ბოლოს არდადეგებიც დამთავრდა და თბილისში წამოვედით. შრომა ისევ ელოდება გაბრწყინებას და ჯადოსნური ჩიტის მოფრენას.
Armaz - God of thunder
Mythical Creaturesen
Armaz - God of thunder
Kartli
**არმაზი: (ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა) ** დახასიათებიდან ჩანს რომ ის არის ავდრის, ჭეხაქუხილის, წყალდიდობის და ზოგადად ამინდის განმკარგავი ღვთაება. რაც დასუტრება მის აღწერილობაში, ხელში ელვის მაგვარი მახვილი უჭირავს. და მოწინააღმდეგე ღვთაების წინააღმდეგ(ითრუჯანი/ატროშანი) “ზედა ზღუა მოაქცია” ანუ წყალდიდობა გამოიწვია. მ. წერეთლის აზრით არმაზის კერპის გარეგნობისა და მისი თვისებების შესახებ ყველა ცნობები, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებაში მოიპოვება, უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქართველთა არმაზი ნამდვილად აჰურამაზდა კი არ იყო, არამედ "მცირე აზიის ღმერთი ცისა და სინათლისა, ატმოსფერისა, წვიმისა და ელვაჭექისა" თეშუბ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არმაზი არის ქართული ვარიანტი ისეთი ღმერთების როგორიცაა ხეთური თეშუბი, ბერძნული ზევსი, ან სკანდინავიური თორი. ასევე არმაზი გვევლინება როგორც ეროვნული ღვთაება და ქართლში და იმ დროს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალი რელიგიის მაზდიანობის გავრცელების წინააღმდეგადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. (რადგან ატროშანს ემტერება) რაც შეეხება სახელს, ლეონტი მროველი წერს: “ამან ფარნავაზ... შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი და ფარნავაზ[ს] სპარსულად არმაზ ერქუა”. ანუ ფარნავაზმა შექმნა ამინდის გამგე, წვიმისა და ელვაჭექის უკვე არსებული ქართული ღმერთის კერპი თავისი სახით და რადგან ფარნავაზის სახელი სპარსულად არმაზი იყო მივიღეთ უკვე არსებული ღვთაების მეორე სახელი. ასე რომ აჰურამაზდასთან არმაზს მხოლოდ დასახელებაში რამდენიმე ხმოვანი აქვს საერთო. რაც შეეხება ქართულ ღვთაებას რომლის კერპიც აღმართა ფარნავაზმა, ჩემი ვარაუდით ეს არის იგივე ვობი რომელსაც მკვლევარები ასევე ადარებენ ხეთურ თეშუბს. გარდა ამისა ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ როგორც ზოგიერთი სხვა ღვთაებების შემთხვევაში, ქრისტიანული წმინდანის ასიმილაცია მოხდა ადგილობრივ წარმართულ ღვთაებებთან და წვიმა-ამინდის და ცა-ღრუბლების გამგედ მოგვევლინა ელია. იგი იმ უზენაესი ღვთაების მოადგილედ უნდა იყოს, და ღრუბლების სამფლობელოს, წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო. შესაბამსად სამივე სახელი ერთსა და იმავე ღვთაებას წარმოადგანეს. ვიზუალურად კი როგორც დახასიათებულია წმინდა ნინოს ცხოვრებაში კერპში გამოსახული იყო სპილენძის ამაკაცი საბრძოლო აღჭურვილობით, ოქროს ჯაჭვით და მყარი ჩაბალახით. ხელში კი ელვის ფორმის მახვილით. თვალები ზურმუხტის. ცნობები არმაზზე: ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი რამეთუ აჰა ესერა, ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის” მიხედვით, არმაზის კერპი აღწერილია, როგორც: "...კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებიან, თავი თჳსი სიკუდილად განწირის...” (ქც, I, 89:9-12). იგივე ტექსტი სომხურ თარგმანში შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: "...კაცი შემოსილი ბრინჯაოს გულსაფარით და ოქროს მუზარადით, თვალები შემკული ჰქონდა ზურმუხტითა და ბივრილით, ხელში ეკავა მახვილი, მსგავსი ელვათა კონისა. ამოძრავებდა მას და შიშში აგდებდა შეკრებილთ… ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან, ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე ესე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩვეულება სოფლის მპყრობელთა ე. თაყაიშვილი ეთანხმება მ. წერეთლის თვალსაზრისს, რომ ქართული არმაზი მსგავსებას ამჟღავნებს არა აჰურამაზდასთან, არამედ ხეთების ელვა-ჭექისა და ატმოსფეროს ღვთაება თეშუბთან [video 1]